კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ბუტიკ სასტუმროში

შენი იდეალური დასვენება იწყება აქ

ჩვენ შესახებ

მონტისიო

 გუდაურში მდებარე ბუტიკ სასტუმროა, სადაც ელეგანტური დიზაინი და თბილი სტუმართმოყვარეობა ქმნის მშვიდ, დახვეწილ სივრცეს სრულყოფილი დასვენებისა და განტვირთვისთვის, წლის ნებისმიერ სეზონზე.

მონტისიო არის ადგილი მათთვის, ვინც აფასებს სიმშვიდეს, ხარისხიან სერვისს და ნამდვილ კავშირს ბუნებასთან.
აქ ყოველი დეტალი გააზრებულად არის შექმნილი თქვენი კომფორტისთვის – მთის შთამბეჭდავ პეიზაჟთან სრულ ჰარმონიაში.

ჩვენი სტუმრები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურები, რომლებიც ეძებენ სტილს, სიმშვიდესა და მაღალი ხარისხის გამოცდილებას. თუ გსურთ დახვეწილი განტვირთვა დაუვიწყარ მთის გარემოში, მონტისიო გულთბილად გიმასპინძლებთ.

სახელის ისტორია

ზოგი სახელი უბრალოდ ჟღერს,
ზოგი კი ისტორიას გვიყვება… 

მონტისიო იმ შეგრძნებიდან დაიბადა, როცა მთაში დგახარ და ჰაერი მსუბუქად გეხება 

მონტი – მთებს, სიმაღლესა და სივრცეს ნიშნავს
სიო – ნაზი, სუფთა ნიავია 

ერთად ისინი ქმნიან მშვიდ, ჰაეროვან და მყუდრო ატმოსფეროს – ადგილს, სადაც სიმაღლე სუნთქვას ამსუბუქებს 

სერვისები

Ski-in / Ski-out

რესტორანი

უფასო Wi-Fi

მიმღები 24/7

პარკინგი

საუზმე

ბარი

კონტაქტი

Or